კულტურის სამინისტრო

ბადრი ნაკაშიძე
აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე- დაბადების თარიღი: 03.04.1964
- ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი
კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი
2001 წელი - პარიზის დიპლომატიურ და სტრატეგიულ სწავლებათა ცენტრი
1994 წელი - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა
სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირების სამართლებრივ-პოლიტიკური პრობლემები საქართველოს რესპუბლიკაში“
1989 წელი - ქ. მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა
1985 წელი - ქ. მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
სამუშაო გამოცდილება:
2025 წლის მარტიდან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე
2017-2025 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
1999-2000 წწ. - ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრი
1997-2000 წწ. – აჭარის ა.რ. იუსტიციის საბჭოს წევრი
1993-1995 წწ. - საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი
1992-1995 წწ. - საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის იურიდიული კომისიის სახელმწიფო აღმშენებლობის ქვეკომისიის თავმჯდომარე
1991-2002 წწ. - აჭარის უზენაესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
1991-1992 წწ. - ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრი
1990-1991 წწ. - აჭარის ა.რ. პროკურატურის კანონმდებლობის აღსრულებისადმი საერთო ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი, უფროსი პროკურორი
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა:
2006-2017 წწ. - მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის მართვის სამართლებრივი საფუძვლების კათედრის გამგე
2010 წელი - საერთაშორისო იურიდიული კომპანიის Hogan Lovells International LLP (ლონდონი) ექსპერტი
2002-2006 წწ. - მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის მართვის სამართლებრივი საფუძვლების კათედრის პროფესორი
1997-1999 წწ. - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სახელმწიფო და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის დოცენტი, პროფესორი
1988-2002 წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი
არის სამი სამართლის დოქტორის მეცნიერ-ხელმძღვანელი
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები:
30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სამართლებრივი სტატუსის, საერთაშორისო მართვისა და სხვა საკითხებზე
ადამიანის უფლებათა შესახებ გაეროს და ევროპის კავშირის დოკუმენტების კრებულთა შემდგენელი და რედაქტორი
4 მონოგრაფია, მათ შორის, ორის თანაავტორი
სტაჟირება:
1994 - ჰუმანიტარულ საკითხთა დამოუკიდებელი ბიურო, ჟენევა, შვეიცარია;
2000 - გაეროს შტაბ-ბინა, ნიუ-იორკი, აშშ;
2001 - სამხრეთ კორეის კერძო და საჯარო დაწესებულებები, სეული, სამხრეთ კორეა
ენები:
რუსული, ფრანგული, ინგლისური