აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
ანსამბლი ,,არგინეთი” საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება
ანსამბლი ,,არგინეთი” საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება
აჭარის კულტურის სამინისტროსა და კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, ხულოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,არგინეთი” საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება.
ბავშვთა რეგიონული ანსამბლების 33-ე საერთაშორისო ფესტივალი „ბავშვების მთის დღესასწაული“, პოლონეთში, ნოვი სონჩში, 2026 წლის 19-25 ივლისს გაიმართება. ფესტივალის მონაწილე ანსამბლები პირველ ეტაპზე სპეციალური საორგანიზაციო კომიტეტში წარდგენილი ვიდეო ნომრებით შეირჩევიან.
ანსამბლმა ,,არგინეთმა” პირველი ეტაპისთვის ორი საცეკვაო ნომერი წარადგინა.
ფესტივალის - „ბავშვების მთის დღესასწაული“ მიზანია მსოფლიოს მთიანი რეგიონების ავთენტური კულტურული მემკვიდრეობის წარმოდგენა, ასევე ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედების გზით ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა.