საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ანსამბლ „ბათუმის” სოლო კონცერტი ბორჯომში
image

ანსამბლ „ბათუმის” სოლო კონცერტი ბორჯომში

ბორჯომში, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში, აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის” სოლო კონცერტი გაიმართა. მუსიკალურ საღამოში ასევე მონაწილეობდა ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ვოკალური ანსამბლი ,,ბორჯომი”.
 
კონცერტი მიეძღვნა ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას.
 
ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა გელაშვილთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
 
ანსამბლებმა მსმენელს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზეს. შესრულდა ქართული ხალხური, ქალაქური და საესტრადო სიმღერები.