აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
არქეოლოგიური ექსპედიციები გონიო-აფსაროსის, პეტრასა და კავიანის ციხის ტერიტორიებზე
არქეოლოგიური ექსპედიციები გონიო-აფსაროსის, პეტრასა და კავიანის ციხის ტერიტორიებზე
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით 2026 წელს არქეოლოგიური ექსპედიციები განხორციელდა გონიო-აფსაროსის, პეტრასა და კავიანის ციხის ტერიტორიებზე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი არტეფაქტები, მათ შორის მონეტები, რომლებსაც განსაკუთრებული სამეცნიერო და ნუმიზმატიკური მნიშვნელობა აქვთ.
ამ ეტაპზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე. ასევე, დაგეგმილია არქეოლოგიური კვლევების განხორციელება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახვილაურში.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, მიმდინარე წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა პერიოდის მონეტების კონსერვაცია განხორციელდა.
ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს არტეფაქტების დაცვას და ქმნის მათი შემდგომი ტიპოლოგიური, ქრონოლოგიური და ნუმიზმატიკური კვლევისა და საგამოფენო სივრცეში განთავსების შესაძლებლობას.
საკონსერვაციო სამუშაოები განახორციელა მხატვარ-რესტავრატორმა გიორგი ბოლქვაძემ.