საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრის შეხვედრა ათენის კონსერვატორიის სამუსიკო მიმართულების ხელმძღვანელთან
image

აჭარის კულტურის მინისტრის შეხვედრა ათენის კონსერვატორიის სამუსიკო მიმართულების ხელმძღვანელთან

აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე ათენის კონსერვატორიის სამუსიკო მიმართულების ხელმძღვანელს ფილიპო ცალაპურს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების მუსიკალური განათლების გაძლიერების, გამოცდილების გაზიარების და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, ბერძენი მუსიკოსების მიერ მასტერკლასების ჩატარებაზე ბათუმსა და ათენში. განიხილეს ერთობლივი კონცერტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლელბლობები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს, შემოდგომაზე, ათენის კონსერვატორიაში დაგეგმილი მასტერკლასების ორგანიზების დეტალებზე.

შეხვედრას საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, საელჩოს მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე.