საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ რეპეტიციას დაესწრო
image

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ რეპეტიციას დაესწრო

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ რეპეტიციას დაესწრო და სამხატვრო ხელმძღვანელთან მიშო ჯავახიშვილთან, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 25 სექტემბერს დაგეგმილ საიუბილეო კონცერტის დეტალებზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის - ანზორ ერქომაიშვილის რედაქტორობით გამოცემული უნიკალური ნაშრომის „საქართველო - ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია“ პრეზენტაცია. სამტომეული ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრისა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ურთიერთთანამშრომლობით გამოიცა.

ელისო ბოლქვაძემ და მიშო ჯავახიშვილმა ანსამბლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და განიხილეს ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები.