აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კულტურისა და ინოვაციების მინისტრს, ბალაშ ჰანკოს შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კულტურისა და ინოვაციების მინისტრს, ბალაშ ჰანკოს შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კულტურისა და ინოვაციების მინისტრს, ბალაშ ჰანკოს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების გაღრმავებისა და რეგიონების დონეზე კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე 2026 წელს ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, აჭარის რეგიონის თვითმყოფადი კულტურის წარმოჩენა, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს პარტნიორ ქვეყნებთან კულტურული დიალოგის გაძლიერებას.
თავის მხრივ, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრმა ბალაშ ჰანკომ თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით მხარს დაუჭერს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წელს აჭარის რომელიმე ქალაქისთვის ევროპის კულტურის დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ანიტა კიშჰეგი, უნგრეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, არჩილ სოხაძე.