აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბალატონფიურედის მერს, იშტვან ბოკას შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბალატონფიურედის მერს, იშტვან ბოკას შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბალატონფიურედის მერს, იშტვან ბოკას შეხვდა.
უნგრეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკურორტო ქალაქის მერთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს განგრძობითი საკურორტო სეზონის კონცეფცია კულტურის პოლიტიკის ჭრილში.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, უწყვეტი საკურორტო სეზონის მდგრადი მართვის მიმართულებით ბალატონფიურედის მრავალმხრივი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარის, როგორც მულტიკულტურული, მუდმივად განვითარებადი და მზარდი ტურისტული რეგიონისთვის.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი უნგრეთში, ნიკოლოზ ლალიაშვილი, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბალატონფიურედის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ქალაქის მნიშვნელოვანი კულტურული კერა, რომელიც რეგულარულად მასპინძლობს უნგრელი და საერთაშორისო ხელოვანების გამოფენებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებს.