აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

აჭარის კულტურის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის და გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში ადნან ალთაი ალთინორს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, კულტურის მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ალი ქაან ორბაიმ ელისო ბოლქვაძეს მინისტრის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
კულტურის მინისტრმა, თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილეები: ლადო მგალობლიშვილი, ბადრი ნაკაშიძე და ირმა აბულაძე, ასევე ქ. ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.