აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკის უმასპინძლა
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკის უმასპინძლა
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკის უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, ერთობლივი შემოქმედებითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
ელისო ბოლქვაძემ, ელჩს მადლობა გადაუხადა სახელოვნებო განათლების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო ახალგაზრდა ბათუმელი პიანისტების ჩართვის შესაძლებლობებს, იაპონიაში, საერთაშორისო ფესტივალებში. ყურადღება გამახვილდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მასპინძლობისთვის და თავის მხრივ, თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიოში აღიარებული იაპონელი პიანისტი, მაესტრო, უსუი ტოშიკი და კულტურის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი.