საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში მორიგი გასვლითი შეხვედრა გამართა
image

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში მორიგი გასვლითი შეხვედრა გამართა

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, მოადგილეებთან - ლადო მგალობლიშვილთან და ირმა აბულაძესთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში მორიგი გასვლითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, ასევე კულტურის სამსახურების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ისაუბრეს მიმდინარე საქმიანობასა და საჭიროებებზე, ასევე მომავალი კულტურული პროექტების განხორციელების საკითხებზე.

ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ადგილობრივი კადრების პროფესიული განვითარებისა და გადამზადების მიზნით,სამინისტრო სპეციალური პროგრამების ფარგლებში ხელს შეუწყობს მასტერკლასებისა და ღია გაკვეთილების  ჩატარებას სახელოვნებო სკოლებში.

ასევე   მინისტრი მნიშვნელოვნად  მიიჩნევს  შუახევის მუნიციპალიტეტის ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების ჩართვას სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში და მათთვის ახალი  შესაძლებლობების შექმნას.

ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს შუახევის ბიბლიოთეკა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი. ადგილობრივმა ანსამბლებმა „ფესვები“, „ჭვანა“ და „ნაი“ კულტურული პროგრამა წარმოადგინეს და სტუმრებს საკუთარი  შემოქმედება გააცნეს.