აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
აჭარის კულტურის მინისტრმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰიდეკი იშიძუკას უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე, ერთობლივი ფესტივალებისა და პროექტების განხორციელებაზე.
„მნიშვნელოვანია იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული დიპლომატიის გაღრმავება. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება სხვადასხვა პროექტების მიმართულებით და სამომავლოდ, ეს კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. ბათუმს აქვს პოტენციალი იყოს კულტურული და ტურისტული ჰაბი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ამ პროცესში მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მადლობა გადაუხადა მინისტრს მასპინძლობისათვის და ერთობლივი ფესტივალებისა და ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ რომ იპონური კულტურის დღეების ფარგლებში ბათუმში საინტერესო ღონისძიებები გაიმართა. მადლობას ვუხდი მინისტრს ჩართულობისა და დღევანდელი მასპინძლობისათვის. განვიხილავთ, ჩავატაროთ ერთობლივი კულტურული ფესტივალები, რომელთა ფარგლებში იაპონური კულტურა ფართოდ იქნება წარმოდგენილი აჭარაში“, - განაცხადა ჰიდეკი იშიძუკამ.
სამუშაო შეხვედრას, კულტურის მინისტრის მოადგილეები - ლადო მგალობლიშვილი, ბადრი ნაკაშიძე და ირმა აბულაძე, ასევე საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები - მაიკო შიმიძუ და ვახტანგ გორდეზიანი ესწრებოდნენ.