საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტებს მოუსმინეს სტამბოლის ათათურქის კულტურის ცენტრთან არსებული სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანმა ვარსკვლავებმა
image

აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტებს მოუსმინეს სტამბოლის ათათურქის კულტურის ცენტრთან არსებული სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანმა ვარსკვლავებმა

აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტებს მოუსმინეს სტამბოლის ათათურქის კულტურის ცენტრთან არსებული სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანმა ვარსკვლავებმა.

ქართველმა ვოკალისტებმა წარმოადგინეს კლასიკური საოპერო რეპერტუარის ცნობილი არიები. თურქმა სოლისტებმა - ბარიტონმა, ჯანერ აკგუნმა და სოპრანო, დილრუბა ბილგიმ ქართველ შემსრულებლებს პროფესიული რჩევები მისცეს და გამოცდილება გაუზიარეს.

მოსმენა საერთაშორისო ფესტივალის „კლასიკური კონცერტები ბათუმში“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია, თურქეთის რესპუბლიკის დიდ ქალაქებში - სტამბოლში, ანკარასა და სამსუნში, მიმდინარე წელს დაგეგმილ კულტურულ პროექტებსა და ფესტივალებში ქართველი საოპერო მომღერლების ჩართვა და ერთობლივი გაცვლითი პროექტების განხორციელება.

მოსმენას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, სამინისტროს წარმომადგენლები და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის ხელმძღვანელი, მარინა ჯახუტაშვილი.

მოსმენის დასრულების შემდეგ, ელისო ბოლქვაძემ თურქ სტუმრებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის შენობა დაათვალიერებინა. სტუმრები გაეცნენ ცენტრის ინფრასტრუქტურას, საკონცერტო დარბაზს, სარეპეტიციო სივრცეებს, მუზეუმს და ცენტრის ტექნიკურ შესაძლებლობებს. საუბარი შეეხო, სამომავლოდ, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობებს როგორც საქართველოში, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში.