აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის ბულვარში, იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართა
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის ბულვარში, იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართა
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის ბულვარში, იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართა.
მისასალმებელ სიტყვაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს - ზურაბ პატარაძეს, კულტურის მინისტრს - ელისო ბოლქვაძეს და ყველა ადამიანს, ვინც ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში წვლილი შეიტანა.
საზეიმო გახსნის ცერემონიის შემდეგ ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იაპონური კულტურის მრავალფეროვნებას - ტრადიციულ ხელოვნებას, მუსიკას, ცეკვას, საბრძოლო ხელოვნებას, კალიგრაფიასა და კულინარიას.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შემოქმედებითი ვორქშოფები და გამოფენები, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც იაპონიიდან მოწვეული სპეციალისტები და მოხალისეები, ისე ადგილობრივი ახალგაზრდები და შემოქმედებითი ჯგუფები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები.