აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით თურქეთის რესპუბლიკაში, კუნძულ კინალიადაზე „საერთაშორისო ბანაკი თურქეთში - 2026“ ხორციელდება
აჭარის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით თურქეთის რესპუბლიკაში, კუნძულ კინალიადაზე „საერთაშორისო ბანაკი თურქეთში - 2026“ ხორციელდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, თურქეთის რესპუბლიკაში, კუნძულ კინალიადაზე „საერთაშორისო ბანაკი თურქეთში - 2026“ ხორციელდება.
საქართველოს საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევითა და მსოფლიო საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, 2026 წლის 14 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, კუნძულ კინალიადაზე გამართულ ბანაკში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 14 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. ბანაკში, ასევე, მონაწილეობას იღებს სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი 13 ახალგაზრდა.
პროექტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფ ქართული დელეგაციის წევრებსა და ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა რეზიდენციაში უმასპინძლა და დალოცა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, მსოფლიო პატრიარქს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის.
მსოფლიო საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო საპატრიარქო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბესიკ კუსიდი და ქართული დელეგაციის სხვა წევრები.