საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალაკონცერტი
image

აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალაკონცერტი

აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალაკონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

ღონისძიებაში, აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის -„ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“, ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული 12 ანსამბლი მონაწილეობდა.

მთავარი პრიზი - „გრანპრი“, I, II და III ადგილები ასე გადანაწილდა:

„გრანპრი“
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოჰოი ნანა".

შუახევის მუნიციპალიტეტის ფრიდონ მახარაძის სახელობის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლასთან არსებული ანსამბლი „მარეთი";

ქ. ბათუმის მე-6 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მთაწმინდა";

I ადგილი
 ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქედის სალოტბარო სკოლა;

 ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თოლია";

 სსიპ ქალაქ ბათუმის N9 საჯარო სკოლასთან არსებული ანსამბლი ,,მარეთი".

I I ადგილი.
 მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის (ურეხის ფილიალი) ფოლკლორული გუნდი ,,ჰანგები''.

 ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლილე".

 ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,საუნჯე".

I I I ადგილი
 ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებული ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი.

 ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,კოლხა''.

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი - "აისი".

„გრანპრის“ მფლობელ ანსამბლებს დაუფინანსდებათ გასტროლი (20 000 ლარის ოდენობით) და გადაეცემათ სასცენო სამოსი. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები დაჯილდოვდნენ სასცენო სამოსით, ტრადიციული ხალხური საკრავებითა და ფულადი ჯილდოებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ოლიმპიადის ფარგლებში, შესარჩევი ტურები გაიმართა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. კონკურსში მონაწილეობდა 70-ზე მეტი ანსამბლი, ჯამში, 1,800-ზე მეტი ახალგაზრდა. გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.