საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეთერ დარჩიძე სკოლის თანამშრომლებს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ირმა აბულაძემ წარუდგინეს
image

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეთერ დარჩიძე სკოლის თანამშრომლებს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ირმა აბულაძემ წარუდგინეს

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეთერ დარჩიძე სკოლის თანამშრომლებს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ირმა აბულაძემ წარუდგინეს.

ეთერ დარჩიძე არის საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, წლების განმავლობაში ემსახურება ქართული ფოლკლორის შენარჩუნებას, აღდგენასა და განვითარებას. იგი ხელმძღვანელობდა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შუახევის სალოტბარო სკოლას, მუშაობდა მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნებისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლების ხალხური საკრავების პედაგოგად, ქობულეთის სალოტბარო სკოლის ლოტბარად, ხელმძღვანელობს ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „ჰანგებს“.

ახალი დირექტორის წარდგენას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ხალხური ხელოვნების სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პედაგოგები.