აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე თეატრალური სეზონი პრემიერით დაიხურა
ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე თეატრალური სეზონი პრემიერით დაიხურა - შემოქმედებითმა დასმა მაყურებელს სპექტაკლი „ვერაგობა და სიყვარული" წარუდგინა.
ფრიდრის შილერის უკვდავი პიესა ადამიანის გრძნობების, ურთიერთობების, მორალური ღირებულებებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების თემებს ეძღვნება.
რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ აღნიშნული საკითხები თანამედროვე თეატრალური ხედვითა და ახალი სასცენო ინტერპრეტაციით წარმოაჩინა, რაც მაყურებელს კლასიკური ნაწარმოების მთავარი იდეების ახლებურად გააზრების შესაძლებლობას აძლევს.
სპექტაკლის პრემიერას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბლაგიძე, მოწვეული სტუმრები და თეატრის მოყვარულები.