აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის “BEACH” პრემიერა გაიმართა
ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის “BEACH” პრემიერა გაიმართა
ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის “BEACH” პრემიერა გაიმართა. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულია.
რეჟისორებმა - გიორგი ხურცილავამ და ლაშა ცქვიტინიძემ მაყურებელს სრულიად ახალი თეატრალური გამოცდილება შესთავაზეს. დადგმა აერთიანებდა სასცენო შესრულებას და ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე გადაღებული სცენების ეკრანიზაციას.
“BEACH” წარმოადგენს სპექტაკლს ადამიანური ურთიერთობების შესახებ, რომელშიც ასახულია ზაფხულის ცხოვრების საინტერესო და იუმორისტული თავგადასავლები. სიუჟეტი ზაფხულის ბათუმში ვითარდება და მაყურებელს ქალაქის მრავალფეროვან გარემოში ამოგზაურებს. ამავდროულად, ზაფხულის დაუვიწყარ მოგონებებსა და თავგადასავლებს ახსენებს.
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება 5 და 6 აგვისტოს გაიმართა.