საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი გაიმართა
image

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი გაიმართა

აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის დაარსებიდან 15 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
 
ფესტივალის მიზანია ქართული ქალაქური სიმღერების პოპულარიზაცია, მისი კულტურული ღირებულებების წარმოჩენა და აღნიშნული მუსიკალური მემკვიდრეობის მომავალი თაობისთვის გადაცემა.
 
საღამო გამოირჩეოდა მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით, ასევე აერთიანებდა საინტერესო და აქამდე უცნობ ისტორიებს გურამ თამაზაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ. გალა კონცერტში მონაწილეობდნენ სამი თაობის ცნობილი ქართველი სოლო შემსრულებლები და შემოქმედებითი ჯგუფები.
 
გურამ თამაზაშვილი იყო ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი და ანსამბლ „ალილოს” დამაარსებელი. მის სახელთანაა დაკავშირებული ქალაქური ჟანრის სიმღერების პოპულარიზაცია და განვითარება. იგი არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი.
 
შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გურამ თამაზაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, მოწვეული სტუმრები და ქალაქური სიმღერების მოყვარულები.