აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
გონიო-აფსაროსში პროექტის „შეეხე ისტორიას ხელებით“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
გონიო-აფსაროსში პროექტის „შეეხე ისტორიას ხელებით“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
დღეს, გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით საგანმანათლებლო პროექტის ,,შეეხე ისტორიას ხელებით’’ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
მოეწყო პროექტში მონაწილე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. დღის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობა. გაიმართა პროექტში მონაწილე კლასების დაჯილდოება.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა ისაუბრა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე. მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა სკოლას, მასწავლებელსა და მოსწავლეს აქტიური ჩართულობისთვის.
დღის ბოლოს გაიმართა სპექტაკლი "HELLADOS". წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის პიესის მიხედვით რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა დადგა.