აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
ელისო ბოლქვაძემ, თანამედროვე ხელოვნების სივრცის და ხელოვნების მუზეუმის ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
ელისო ბოლქვაძემ, თანამედროვე ხელოვნების სივრცის და ხელოვნების მუზეუმის ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, თანამედროვე ხელოვნების სივრცის და ხელოვნების მუზეუმის ახალი ხელმძღვანელები წარადგინა.
თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერის პოზიციაზე გოგა ანთიძე დაინიშნა, ხოლო ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელი ლელა ცხოიძე იქნება.
მინისტრმა, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამართულ შეხვედრაზე სამინისტროს ხედვებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ ახალი მენეჯერის საქმიანობა ორიენტირებული იქნება თანამედროვე ხელოვნების სივრცის ფუნქციურ და შემოქმედებით გაძლიერებაზე, სახელოვნებო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფაზე, დამწყები ხელოვანების ხელშეწყობასა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე.
გოგა ანთიძე 2025 წლიდან მუშაობდა აჭარის კულტურის სამინისტროში, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებაში, მანამდე კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. აქვს გამოცდილება კულტურული ინიციატივებისა და პროექტების დაგეგმვისა და ორგანიზების, საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის მიმართულებებით. იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო პროექტსა და ფესტივალში.
დღესვე, კულტურის მინისტრმა, ხელოვნების მუზეუმის მმართველად - ლელა ცხოიძე წარადგინა.
თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მუზეუმის საქმიანობის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის, საგამოფენო და საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერების, სამუზეუმო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და საერთაშორისო პროექტების განხორციელების მიმართულებით.
ლელა ცხოიძე 2025 წლიდან მუშაობდა აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტში. აქვს კულტურული პროექტების განხორციელებისა და ღონისძიებების ორგანიზების, ასევე სახელოვნებო განათლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საჯარო და კერძო სექტორში.
აჭარის კულტურის მინისტრის განცხადებით, საკადრო ცვლილებები უკავშირდება სამინისტროს უწყებაში შემავალი ორგანიზაციების განახლებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას.
ახალი ხელმძღვანელების წარდგენებს ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილეები - ვლადიმერ მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, ასევე კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები.