აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
ინკლუზიური დასის „ცისარტყელა“ სპექტაკლის - ,,არგონავტები-ოქროს საწმისის იდუმალება” პრემიერა გაიმართა.
ინკლუზიური დასის „ცისარტყელა“ სპექტაკლის - ,,არგონავტები-ოქროს საწმისის იდუმალება” პრემიერა გაიმართა.
აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, ინკლუზიური დასის „ცისარტყელა“ სპექტაკლის - ,,არგონავტები-ოქროს საწმისის იდუმალება” პრემიერა გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს შშმ ბავშვებში მრავალმხრივი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მათ ინტეგრირებას, საზოგადოების ცნობადობის ამაღლებას, სოციუმთან პოზიტიური კომუნიკაციის კულტურის განვითარებას, მათი დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარების განვითარებას და პროფესიული უნარების გამომუშავებას.
სპექტაკლში ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.
პროექტმა გააერთიანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ზრდასრულები, მოწვეული მსახიობები და მოხალისე მოსწავლეები.
სპექტაკლზე რეჟისორმა ნიკოლოზ ტუღუშმა იმუშავა და მაყურებელს ისტორიის განსხვავებული ვერსია შესთავაზა.
პრემიერას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, გოჩა დავითაძე, მოწვეული სტუმრები და შშმ ბავშვთა ოჯახის წევრები.
სპექტაკლის პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართა.