აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კლასიკური ბალეტის სკოლის გამოსაშვები საღამო
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა, გამოსაშვებ საღამოზე, პრემიერით წარსდგა
სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფრედერიკ შოპენის - „შოპენიანა“ „ნოქტიურნი“ და „დიდი ვალსი“.
გამოსაშვებ საღამოს ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, მინისტრის მოადგილეები - ლადო მგალობლიშვილი, ირმა აბულაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ელისო ბოლქვაძემ გამოსაშვები საღამოს მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, წარმატებები უსურვა და სკოლას, საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
სამინისტროს სიგელი გადაეცა ასევე, საბალეტო სკოლის პედაგოგს - ანა ფირცხალაიშვილს.