აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კლასიკური მუსიკის საღამო
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეების ერთობლივი საღამო შედგა. ვივალდის, მოცარტის, ვებერისა და ედუარდ ლალოს უკვდავი ნაწარმოებები შესრულდა.
მსგავს პროექტებს აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა. პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად სცენაზე გამოსვლა მოსწავლეებისთვის, მეტი მოტივაციაა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელს უწყობს. მსგავსი პროექტები აგრეთვე მნიშვნელოვანია ნიჭიერი მუსიკოსებისა და ახალი სახეების აღმოსაჩენად.
საღამოს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე ესწრებოდა.