აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

მრავალჟანრობრივი მუსიკალური ფესტივალი, ,,ჰიტერატურა” გაიმართა
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მრავალჟანრობრივი მუსიკალური ფესტივალი, ,,ჰიტერატურა” გაიმართა.
ფესტივალის მიზანია მრავალჟანრობრივი მუსიკის პოპულარიზაცია, დამწყები და ცნობილი ავტორ-შემსრულებლების მხარდაჭერა, მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა, არსებული პროფესიული გამოცდილების მომავალი თაობებისთვის გაზიარება და ახალგაზრდების შემოქმედებით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა.
ფესტივალი, ბათუმის დრამატულ თეატრში, კონცერტით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ცოცხალი შესრულებით წარსდგნენ მუსიკოსი - დავით ევგენიძე ბენდთან ერთად, ცნობილი ქართველი სოლო შემსრულებლები და ახალგაზრდა კომპოზიტორები. საღამო მოიცავდა ელექტრონული მუსიკის კომპონენტსაც.
ფესტივალის ფარგლებში, აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ჩატარდა მუსიკალური მასტერკლასები, რომელსაც ესწრებოდნენ ახალგაზრდები, დამწყები არტისტები და დაინტერესებული პირები.
ფესტივალის პროგრამა მოიცავდა გამოფენას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო, მუსიკოს დავით ევგენიძის და მხატვარების - ოლეგ ტიმჩენკოს და რუსუდან მაჭავარიანის ნამუშევრები.