საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
„მუსიკალური ბათუმი 2025“-ის ფარგლებში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი გაიმართა
image

„მუსიკალური ბათუმი 2025“-ის ფარგლებში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი გაიმართა

აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის - „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე გაიმართა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი.

ანსამბლი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით წარდგა. საღამო ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის - ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის განცხადებით „მუსიკალური ბათუმი 2025“ პროგრამის მიზანია წელიწადის ოთხივე სეზონი დაიტვირთოს საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით, რათა რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ვიზიტორებისთვის და განვითარდეს კულტურული ტურიზმი.

ღონისძიება, ანსამბლ ,,რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა გახსნა და აჭარის კულტურის მინისტრს მადლობა გადაუხადა ქართული ფოლკლორის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის.