საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრმა სალონიკში სპექტაკლი "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" წარადგინა
image

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრმა სალონიკში სპექტაკლი "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" წარადგინა

ბათუმის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შემოქმედებითი დასი თესალონიკის „კოლოსეონის“ თეატრში სპექტაკლით - „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ წარდგა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. საღამო ანშლაგით დასრულდა.

წარმოდგენას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, გენერალური კონსული თესალონიკში გელა ჯაფარიძე და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების საერთაშორისო არენაზე წარმოჩენა და პოპულარიზაცია. სწორედ ამ მიზნით, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, ბათუმის დრამატული თეატრი იმყოფება თესალონიკის „კოლოსეონის“ თეატრში.

ელისო ბოლქვაძის თქმით, გაგრძელდება მუშაობა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან კავშირების გაძლიერების მიმართულებით.

სპექტაკლი, რომელიც ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით და ალექსანდრე ქანთარიას რეჟისორობით დაიდგა, შემოქმედებითმა დასმა ქართულ სცენაზე არაერთხელ წარადგინა.