აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალის „მუსიკა ბათუმიდან“ დასკვნითი ღონისძიება ქედაში
საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალის „მუსიკა ბათუმიდან“ დასკვნითი ღონისძიება ქედაში
საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალის „მუსიკა ბათუმიდან“ დასკვნითი ღონისძიება ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის სკვერში გაიმართა. მსმენელის წინაშე ვაჟა ტუღუში, ჯგუფი „The CatFish“ და სხვა შემსრულებლები წარდგნენ.
ფესტივალი წელს პირველად გასცდა ტრადიციულ ლოკაციას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს წინ მოწყობილი ღია სცენიდან ქედის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა.
პროექტი 16 აგვისტოს ბათუმიდან დაიწყო, სადაც 4 დღის განმავლობაში ღია სცენაზე საკუთარი კომპოზიციები წარადგინეს დამწყებმა და ცნობილმა მუსიკოსებმა.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. მისი მიზანია საავტორო მუსიკის პოპულარიზაცია, დამწყები და ცნობილი ავტორ-შემსრულებლების მხარდაჭერა.