აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
საერთაშორისო გამოფენა - „მარტოობის მელოდიის შემქმნელი ხელოვნებისა და სივრცის თანაზიარება“
საერთაშორისო გამოფენა - „მარტოობის მელოდიის შემქმნელი ხელოვნებისა და სივრცის თანაზიარება“
აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა - „მარტოობის მელოდიის შემქმნელი ხელოვნებისა და სივრცის თანაზიარება“, რომელმაც 25 ქვეყნის 100-ზე მეტი მხატვარი გააერთიანა.
ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, მოადგილეები - ლადო მგალობლიშვილი, ბადრი ნაკაშიძე და ირმა აბულაძე, თურქეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში, ადნან ალთაი ალთინორი, აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი, თეონა ზოიძე, ტრაპიზონის აქჩააბათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ჯევდეთ ბაირაქთარი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ექსპოზიციაზე სხვადასხვა ქვეყნის მხატვრების ნამუშევრებში, მათ მიერ წარმოსახული ოცნებები და იმედები ფერებით იყო გადმოცემული. ჯგუფური გამოფენა უკვე გაიმართა პარიზში, სტამბოლში, ბურსასა და ტრაპიზონში.
გამოფენა გაიმართა აჭარის კულტურის სამინისტროს, ქალაქ ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს, სსიპ აჭარის მუზეუმის, ტრაპიზონის აქჩააბათის მუნიციპალიტეტის, აქჩააბათის მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის, Synergy Art Group, Expo Batumi -ის მხარდაჭერით.