საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“
image

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმის დრამატულ თეატრში კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.
 
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მიზნად ისახავს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების პროფესიულ განვითარებას, ქართველი და უცხოელი არტისტების თანამშრომლობის გაღრმავებას.
 
ფესტივალის პროგრამა აერთიანებს როგორც საკონცერტო, ასევე საგანმანათლებლო და სხვა კულტურულ აქტივობებს.
 
ბათუმში, 23–25 აგვისტოს, გაიმართება კონცერტები, ასევე, მხატვარ მანანა გეგიძის ნამუშევრების გამოფენა, 27 აგვისტოს რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში მოეწყობა ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის - „მუსიკის ზეიმი“ - პრეზენტაცია.
 
ბათუმში, ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები, ფესტივალის ხელმძღვანელები და მოწვეული არტისტები.
 
წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარული ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.