საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
საქართველოს დელეგაცია თურქეთში, ბურსას რეგიონში, საერთაშორისიო ფესტივალ „ჩვენებურების“ ფარგლებში იმყოფებოდა
image

საქართველოს დელეგაცია თურქეთში, ბურსას რეგიონში, საერთაშორისიო ფესტივალ „ჩვენებურების“ ფარგლებში იმყოფებოდა

საქართველოს დელეგაცია თურქეთში, ბურსას რეგიონში, საერთაშორისიო ფესტივალ „ჩვენებურების“ ფარგლებში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ბურსას რეგიონის გუბერნატორთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან. შეხვედრებში მონაწილეობდნენ აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებზე, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. „კავკასიური და ქართული კულტურის” ცენტრში ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო თურქეთში, ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების მნიშვნელობას, გაცვლით კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, დელეგაციის წევრებთან ერთად, ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთაწმინდას“ წევრებს და ხელმძღვანელებს შეხვდა. ანსამბლი აჭარის კულტურის სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის გამარჯვებული და უმაღლესი ჯილდოს — „გრან-პრის“ მფლობელია. მათი ბურსაში, საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურებში“ მონაწილეობა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ქართული დელეგაციის წევრები, „მარმარას რეგიონის კავკასიის ქართული ასოციაციის ფედერაციას” ეწვივნენ (ხელმძღვანელი ომერ ფარუქ დემირთაში - ომერ მიქელაძე) და ქართველ მუჰაჯირებს შეხვდნენ. მოგვიანებით კი, სათვისტომოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჰაირიეში, გვირგვინებით შეამკეს აჰმედ ოზქან მელაშვილის საფლავი. სწორედ მის სახელს უკავშირდება მარმარას რეგიონში ქართული ფოლკლორის შენარჩუნება.