საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში
image

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია უძღვებოდა.

სხდომაზე, აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ ისაუბრა UNESCO-ს მიერ ბათუმისთვის „მუსიკის ქალაქის“ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, სტატუსი, რომელიც ბათუმს 2021 წელს მიენიჭა, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. მინისტრი, გამოვიდა ინიციატივით, ბათუმს მიენიჭოს UNESCO-ს ფოლკლორის შემოქმედებითი ქალაქის სტატუსი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის თვითმყოფადობის შენარჩუნებას, განვითარებასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე.

ელისო ბოლქვაძემ ისაუბრა აჭარის სიმფონიური ორკესტრის ჩამოყალიბებაზე, ფოლკლორის ცენტრის დაფუძნებაზე, საპილოტე სკოლის კონცეფციის შემუშავებასა და უწყების ძირითად პრიორიტეტებზე.

2025 წელს, ქალაქ ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადების ინიციატივასა და ბეშუმის მუსიკალური ფესტივალის დაფუძნების თაობაზე მოხსენება ბათუმის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში არჩილ ბერიძემ წარმოადგინა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინიციატივა დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა.

დღესვე, კულტურის კომიტეტის წევრებმა მოისმინეს მოხსენებები აჭარის მუნიციპალიტეტების - ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედისა და ხულოს - მიერ კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

გასვლითი სხდომამდე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი გაბუნიასა და კომიტეტის წევრებს კულტურის სამინისტროში უმასპინძლეს. მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, რეგიონში კულტურის პოლიტიკის გაძლიერების საკითხებსა და უწყების სტრატეგიული მიმართულებების შესახებ ისაუბრა.