აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

,,ტანგო ოპერაციონე”
,,ტანგო ოპერაციონე” - ამ სახელწოდებით გაიმართა ბათუმის დრამატულ თეატრში, ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადები“ დასკვნითი კონცერტი.
მუსიკალური პროექტი სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა. საღამოზე მსმენელის წინაშე წარსდგნენ საერთაშორისო მუსიკალური სცენის წარმომადგენლები: პიანისტი - გლორია კამპანერი, ბანდონეონისტი - მარიო სტეფანო პიეტროდარკი, სოპრანო - მარიკა მაჩიტიძე. მათთან ერთად აუდიტორიის წინაშე წარსდგა ნიჭიერი ახალგაზრდა ბათუმელი ფლეიტისტი - ნიკოლოზ ვადაჭკორია. შესრულდა ცნობილი საოპერო არიებიდან ტანგოს სრულიად ახალი ინტერპრეტაციები.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მიზნად ისახავს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების პროფესიულ განვითარებას, ქართველი და უცხოელი არტისტების თანამშრომლობის გაღრმავებას.
2026 წლის ფესტივალის პროგრამა აერთიანებდა საკონცერტო, საგანმანათლებლო და სხვა კულტურულ აქტივობებს. 21, 23 და 25 აგვისტოს, ბათუმის დრამატულ თეატრში, ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით გაიმართა კონცერტები, ასევე, მხატვარ მანანა გეგიძის ნამუშევრების გამოფენა, 27 აგვისტოს რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში მოეწყობა ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის - „მუსიკის ზეიმი“ - პრეზენტაცია.
წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.