საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
,,ფერადი ნოტები“ - კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში
image

,,ფერადი ნოტები“ - კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში

,,ფერადი ნოტები“ - ამ სახელწოდებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტი გაიმართა. საღამო გამოირჩეოდა მუსიკალური და ვიზუალური ხელოვნების სინთეზით და აერთიანებდა ჯაზის, ფოლკის, კინომუსიკისა და ვიდეო არტის ელემენტებს.
 
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.
 
კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აღიარებული მუსიკოსები: ზაზა მარჯანიშვილი, სოფო ხალვაში, მაია ბარათაშვილი, ტრიო „New York – Tbilisi Connectons”, აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი "ბათუმი". საღამოზე აჟღერდა ქართული და უცხოური მუსიკა. შესრულდა ჯაზური კომპოზიციები, ქართული მრავალხმიანი ხალხური და ქალაქური სიმღერები.
 
გაიმართა ზაზა მარჯანიშვილის სიმღერის - ,,ბათუმს” პრემიერა, და ამავე სიმღერაზე შექმნილი ნიკუშა სალუქვაძის ვიდეოკლიპის პრეზენტაცია.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი, მოწვეული სტუმრები და ხელოვნების მოყვარულები.