საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსები პარიზის საერთაშორისო გალა კონცერტისთვის ემზადებიან
image

ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსები პარიზის საერთაშორისო გალა კონცერტისთვის ემზადებიან

ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები - ნუცა ხოზრევანიძე და გიორგი აბაშიძე, ასევე ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლე ანდრია კაპანაძე საერთაშორისო ფონდ „SOS Talents“ გალა კონცერტისთვის აქტიურად ემზადებიან. ღონისძიება მიმდინარე წლის 12 მარტს პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში გაიმართება.

ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სასწავლებელში ნორჩი პიანისტების მოსმენას აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, სასწავლებლის დირექტორთან, ნინო ჩაიძესთან და პედაგოგებთან ერთად დაესწრო. ახალგაზრდა შემსრულებლებმა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები წარმოადგინეს. მინისტრმა მათ პროფესიული რეკომენდაციები მისცა და წარმატებები უსურვა.

ნორჩი პიანისტები პარიზში მიემგზავრებიან საქველმოქმედო ფონდ ,,ლირას” მხარდაჭერით, რომელიც წლებია თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდ „SOS Talents”-თან. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში არაერთი ქართველი პიანისტი წარდგა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.

 „SOS Talents” ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა - მიშელ სონმა დააარსა. ფონდის მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა.