კულტურის სამინისტრო

ქართული დელეგაციის წევრები, ათენში, საერთაშორისო საზაფხულო ბანაკს ესტუმრნენ
აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან - ცოტნე ანანიძესთან და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში საერთაშორისო საზაფხულო ბანაკს ესტუმრა და აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.
ათენის საზაფხულო ბანაკში 11-დან 14 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი და აჭარაში რეგისტრირებული მოზარდები მონაწილეობდნენ. ორი კვირის განმავლობაში, ახალგაზრდები ჩართულნი იყვნენ მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ პროგრამაში. მათთვის ასევე მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიები ათენის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებში.
საერთაშორისო ბანაკის პროექტს აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით, ქალაქ ათენის მერიასთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოსა და აჭარის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს.