საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლეგენდარული ანსამბლ ,,ქართული ხმების” დაარსებიდან 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ხელვაჩაურში
image

აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლეგენდარული ანსამბლ ,,ქართული ხმების” დაარსებიდან 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ხელვაჩაურში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლეგენდარული ანსამბლ ,,ქართული ხმების” დაარსებიდან 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტების სერია აჭარაში, ხელვაჩაურიდან დაიწყო.
 
ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გამართულ საიუბილეო კონცერტზე ანსამბლი მაყურებლის წინაშე მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში შექმნილი გამორჩეული მუსიკალური ნომრებით წარსდგა. ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
 
პროექტის მიზანია ქართული მრავალხმიანი მუსიკისა და ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, „ქართული ხმების“ მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობის წარმოჩენა, ასევე, ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემის ხელშეწყობა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები.
 
,,ქართული ხმების” დაარსებიდან 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტები გაიმართება ბათუმში, ხულოსა და სხვა მუნიციპალიტეტებში.