საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
შეხვედრა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ფესტივალების წარმომადგენლებთან
image

შეხვედრა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ფესტივალების წარმომადგენლებთან

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ შეხვედრა გამართა სამინისტროს პროგრამის „კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ფესტივალების წარმომადგენლებთან.

კონკურსის ფარგლებში სამინისტროში სულ 32 განაცხადი დარეგისტრირდა. კომისიამ, განაცხადების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით, გამოავლინა 21 გამარჯვებული ფესტივალი. მათ განსახორციელებლად ჯამში, მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ფესტივალები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება როგორც ბათუმში, ასევე აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში და მოიცავს მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს, რეგიონში, კულტურული ტურიზმის გაძლიერებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები, გამარჯვებული ფესტივალების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.