საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, უწყებაში შემავალი სსიპ-ებისა და ააიპ-ების იურისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
image

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, უწყებაში შემავალი სსიპ-ებისა და ააიპ-ების იურისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძესთან ერთად, უწყებაში შემავალი სსიპ-ებისა და ააიპ-ების იურისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციებისთვის მომზადებული სახელმძღვანელო სამართლებრივი დოკუმენტის პროექტი, რომელიც დისციპლინური წარმოების წესებს არეგულირებს.
 
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის ძირითადი მიმართულებები და მისი პრაქტიკაში დანერგვის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ერთიანი სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება ხელს შეუწყობს გამჭვირვალე და ეფექტიანი მმართველობის პროცესის უზრუნველყოფას, დისციპლინური გადაცდომების პრევენციას.
 
განხილვაში მონაწილეობდნენ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები.