საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
„ნაზარის წერილები“ - დოკუმენტური ფილმის ჩვენება თანამედროვე ხელოვნების სივრცეში
image

„ნაზარის წერილები“ - დოკუმენტური ფილმის ჩვენება თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

„ნაზარის წერილები“ - გოდერძი შარაშიას საავტორო დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.
 
ფილმის ჩვენებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ისტორიკოსები, თეოლოგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
ფილმი 1924 წელს დახვრეტილი ხუთი სასულიერო პირის, მათ შორის ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის შესახებაა.
ფილმმა ნიუ-იორკის ONIROS FILM AWARDS 2025-ის კინოფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა.
 
ჩვენების შემდეგ გაიმართა შეხვედრა რეჟისორ გოდერძი შარაშიასთან.
 
პროექტი, რომლის იდეა წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის, ტელეკომპანია ,,იმედმა" განახორციელა.