აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

“NUTSA’S LIVE SHOW”
“NUTSA’S LIVE SHOW” - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი არტისტი, საერთაშორისო სცენის ვარსკვლავი ნუცა ბუზალაძე, ბათუმელი აუდიტორიის წინაშე პირველად, მასშტაბური სოლო შოუთი წარსდგა.
მუსიკალური საღამო აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.
პროექტის განხორციელება ბათუმიდან დაიწყო და მიზნად ისახავს მაყურებლისთვის მრავალფეროვანი კულტურული გარემოს შეთავაზებას, ცნობილი ქართველი არტისტების შემოქმედების წარმოჩენასა და მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებას.
NUTSA-მ ჰოლივუდელი მუსიკოსების ბენდთან ერთად, მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა წარმოადგინა. შესრულად ცნობილი ჰიტები, გაიმართა ორი სიმღერის პრემიერა.