აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
ათენში ქართული კლასიკური მუსიკის გალა კონცერტის შემდეგ საზეიმო მიღება გაიმართა
ათენში ქართული კლასიკური მუსიკის გალა კონცერტის შემდეგ საზეიმო მიღება გაიმართა
ათენში, „მარია კალასის“ სახელობის ისტორიულ თეატრში , ქართული კლასიკური მუსიკის გალა კონცერტის ფარგლებში, საქართველოს საელჩომ საბერძნეთში, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ასევე მოწვეული სტუმრებისთვის საზეიმო მიღება გამართა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში, ლევან ბერიძემ და აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადეს ქართული კლასიკური მუსიკით დაინტერესებისთვის და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კულტურული დიპლომატიის განვითარებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს გლობალურ სამყაროში.

გალა კონცერტი ,,მუსიკალური ბათუმი ათენში“ აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის ,,ოპანდა” მხარდაჭერით დაიგეგმა.