საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალურ კონსულთან, ნარინე მატოსიანთან
image

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალურ კონსულთან, ნარინე მატოსიანთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალურ კონსულთან, ნარინე მატოსიანთან.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე, მიმდინარე წლის მარტში, ერევანსა და ვანაძორში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები.

ელისო ბოლქვაძის განცხადებით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ასევე ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის არსებული კავშირების განმტკიცებას.