აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და შუახევის სალოტბარო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და შუახევის სალოტბარო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და შუახევის სალოტბარო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრი გაეცნო სკოლების სტრუქტურას, სასწავლო გეგმას, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს მუნიციპალიტეტებში მოქმედი სალოტბარო სკოლების გაძლიერებას. მისივე თქმით, აღნიშნული სკოლები ემსახურებიან უნიკალური ქართული მრავალხმიანობისა და ტრადიციული გალობის შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას, რაც მნიშვნელოვანია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ცნობილი ლოტბარისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის როლს სალოტბარო სკოლების დაფუძნების საქმეში.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, მიმდინარე წელს, აჭარის მუნიციპალიტეტში არსებული სალოტბარო სკოლების ერთობლივი კონცერტისა და საზაფხულო ფოლკლორული ბანაკის ორგანიზების საკითხები.
ლოტბარებმა და რეგენტებმა მინისტრს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის და გამოთქვეს მზაობა აქტიურად ჩაერთონ სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში.