საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, თესალონიკში ქართულ დიასპორას შეხვდა
image

აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, თესალონიკში ქართულ დიასპორას შეხვდა

აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, თესალონიკში ქართულ დიასპორას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო უწყების მიმდინარე საქმიანობა, პრიორიტეტები და კულტურული პროგრამები, ხაზი გაუსვა სხვადასხვა პროექტებში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

თავის მხრივ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა მზაობა გამოხატეს, მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს მხრიდან ინიცირებულ სხვადასვა კულტურულ ღონისძიებებში, საბერძნეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.

ელისო ბოლქვაძემ უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს და ქართულ დიასპორას კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

თესალონიკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, გენერალური კონსული თესალონიკში გელა ჯაფარიძე და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე.