საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ელისო ბოლქვაძის ოფიციალური ვიზიტი ერევანში – კულტურული თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები
image

ელისო ბოლქვაძის ოფიციალური ვიზიტი ერევანში – კულტურული თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები

აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კომიტასის სახელობის მუზეუმ-ინსტიტუტს ეწვია. მინისტრი გაეცნო სამუზეუმო სივრცეებს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საქმიანობას, საკონცერტო დარბაზს, თანამედროვე ტექნოლოგიების სივრცეს და ბიბლიოთეკას. ელისო ბოლქვაძემ, მუზეუმის წარმომადგენლებთან ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, გაცვლითი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე.

დღესვე, აჭარის კულტურის მინისტრმა ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში წარჩინებულ სტუდენტებს მოუსმინა. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ელისო ბოლქვაძემ მათ პროფესიული რჩევები მისცა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდა ტალანტების პროფესიული განვითარებისთვის საერთაშორისო მუსიკალურ პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობას.

სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ აჭარის კულტურის მინისტრი სერგო ფარაჯანოვის მუზეუმს ეწვია. მუზეუმში დაცული კოლექცია წარმოაჩენს ფარაჯანოვის მრავალფეროვან მხატვრულ და ლიტერატურულ მემკვიდრეობას. მუზეუმის შორის, ფარაჯანოვის თბილისის სახლის ავეჯს და მისი ნებით ერევანში გადაცემულ პერსონალურ ნივთებს.

ღონისძიებებში მონაწილეობდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები - ვლადიმერ მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი, გიორგი ფიფია და ქალაქ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული, ნარინე მათოსიანი.