აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის, ბალაშ ჰანკოს მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფება
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის, ბალაშ ჰანკოს მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფება
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის, ბალაშ ჰანკოს მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც ოფიციალურ პირებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
ვიზიტის პირველ დღეს აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა უნგრეთის ეროვნული თეატრის გენერალურ დირექტორთან, ატილა ვიდნიანსკისთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბუდაპეშტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობაზე, რომელიც 2026 წლის აპრილში გაიმართება. ასევე, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე.