აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით აჭარაში მოღვაწე მხატვრები თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში - ,,ლუვრის კარუსელი“ - მიიღებენ მონაწილეობას
აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით აჭარაში მოღვაწე მხატვრები თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში - ,,ლუვრის კარუსელი“ - მიიღებენ მონაწილეობას
აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით და სსიპ აჭარის მუზეუმის ორგანიზებით, საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, 2025 წლის 17-19 ოქტომბერს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში ,,ლუვრის კარუსელი“ აჭარაში მოღვაწე მხატვრები - გურამ ფუტკარაძე, ლუკა ბესელია, მალხაზ კოჩალიძე, ბექა ბოლქვაძე, ეკა ცინცაძე, სერგო გოგოლაძე, ირინა ტორონჯაძე მონაწილეობენ.
,,ლუვრის კარუსელი” პარიზში ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 2025 წლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები აჭარიდან, რომლებიც გამოვლინდნენ აჭარის მუზეუმების გაერთიანების მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც გრაფიკული, ასევე ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენის მიზანია მხატვრების ხელშეწყობა, მათთვის ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნა, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა, ასევე ქვეყანაში შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება.