საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრის შეხვედრა „სტავროს ნიარხოსის“ ფონდის ხელმძღვანელთან, ათენში
image

აჭარის კულტურის მინისტრის შეხვედრა „სტავროს ნიარხოსის“ ფონდის ხელმძღვანელთან, ათენში

აჭარის კულტურის მინისტრს ელისო ბოლქვაძეს, ათენში, ,,სტავროს ნიარხოსის“ კულტურული ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დიმიტირი პროტოფსალტუსმა უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. ისაუბრეს ერთობლივი კონცერტების ორგანიზებასა და ათენში, ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის მოწყობაზე.

აღნიშნული ფონდი ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და კულტურული ცენტრია ათენში, რომელიც მოიცავს ორ მნიშვნელოვან მიმართულებას - ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული ოპერის მართვას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, საელჩოს მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე.